სიახლეები

8301 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე ხაზარაძეზე: პრეზენტაციის ნახვის მერე ივანიშვილი ჯოკერივით გაბადრული იჯდება

მგონია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის ნახვის შემდეგ, თუ ეს პოლიტიკური ომია, მოწინააღმდეგ კი ბიძინა ივანიშვილი, ის ჯოკერივით გაბადრული იჯდება

- ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, დღეს, მამუკა ხაზარაძის ახალ მოძრაობასთან დაკავშირებით  ჯაფარიძის მოლოდინები არ გამართლდა - „მოლოდინები თვითონ ხაზარაძემ გაზარდა, სექტემბერში პოლიტიკაში მოვდივარ და მანამდე დუმილს ვინარჩუნებო, ამბობდა და დღეს რა ვნახეთ ახალი“?..

რაღაცას ველოდებოდით სექტემბრში ყველა და ვნახეთ კენჭებიან პლაჟზე მოუხერხებელი ფეხსაცმლით მოსიარულე ადამიანები და ყვითელი დაფა.. გაუგებარი იყო სურათის მხირვაც, ესთეტიკაც გაუგებარი იყო, მუსიკაც, სფიჩიც...

ჯაფარიძემ ვერ იცნო პრეზენტაციაზე დამსწრე თითქმის ვერცერთი ადამიანი - „დღეს ველოდებოდით ადამიანებს, ვინც აწარმოეს მოლაპარაკებები და გაყვნენ ხაზარაძეს პოლიტიკურ ბრძოლაში. ზურგით ვარჩევდით მე და იაგო კახა კოჟორიძე იჯდა თუ არა იქ, თავის ფორმაზე ვაკვირდებოდით. ანა ნაცვლიშვილსაც ერთხელ ჩაუარა კამერამ და ისე დავინახეთ“.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დღეს დააფუძნა.

კომენტარები