სიახლეები

334 Views
პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დააფუძნა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა. მოძრაობის პრეზენტაცია ამ წუთებში, ანაკლიაში მიმდინარეობს. 

მოძრაობის დაფუძნების ღონისძიებაზე ორგანიზაციის სახელწოდება "ლელო" და მისი მიზნები ოფიციალურად პირველად დასახელდა.

„ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს“, - აცხადებენ ხაზარაძის პრესსამსახურში.

კომენტარები