სიახლეები

5314 Views
განათლება

მითი თეთრი დათვების პოპულაციის გაქრობაზე - გაქარწყლდა

ბევრ თქვენგანს უნახავს, ალბათ, ვირუსულად გავრცელებული ვიდეო, როგორ მილასლასებს მშიერი პოლარული დათვი უნაყოფო მიწაზე და ეძებს საკვებს.  

„ასე გამოიყურება კლიმატის ცვლილება“ - სწორედ ასეთი წარწერით გაავრცელა National Geographic-მა ეს ვიდეო. ჟურნალმა განმარტა, რომ აისბერგების დნობის გამო, რაც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით, პოლარული ძუძუმწოვრების უმეტესობა შიმშილობს. მათ მეცნიერების მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაზე მიგვითითეს, რომლის მიხედვითაც პოლარულ დათვებს უფრო მეტად კალორიული საკვები სჭირდებათ, ვიდრე მანამდე მიიჩნეოდა საჭიროდ.

ვიდეომასალამ, რომელიც ფოტოგრაფებმა პოლ ნიკლენმა და კრისტინა მითერმაიერმა სომერსეტის კუნძულზე გადაიღეს, დიდი აღშფოთება გამოიწვია, პოლარული დათვების განადგურების გამო, რაც გლობალური დათბობით იხსნებოდა.

კადრები 2.5 მილიარდმა ადამიანმა ნახა და როგორც National Geographic წერს, ეს ვიდეო მათ ვებსაიტზე ყველაზე მეტჯერ ნანახ ვიდეოდ რჩება, რაც კი ყოფილა ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ახსოვს დათვის ეს კადრები, უმეტესობამ ნაკლებად თუ იცის, რა მოჰყვა მას.

პროფესორი და ნიუ-იორკერის ჟურნალისტი მიშელ მოსე წერს, რომ მეცნიერები National Geographic-ს ფაქტების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებენ. არ ყოფილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებდა, რომ დათვის მდგომარება კლიმატის ცვლილების შედეგი იყო. შესაძლებელია, რომ ის უბრალოდ ასაკიანი, ავადმყოფი ან დეგენერაციული დაავადებით იყო დააადებული.

ეს აღიარეს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ - „ვერ ვიტყვი, რომ ეს დათვი კლიმატის ცვლილების გამო შიმშილობდა“ - წერდა ფოტოგრაფი კრისტინა მითერმაიერი National Geographic-ში:

შესაძლოა ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ არ ვამბობდით სრულ ამბავს, ჩვენ უბრალოდ ვეძებდით სურათს, რომელიც იწინასწარმეტყველებდა მომავალს, თუმცა არ ვიცოდით რა მოხდა ამ კონკრეტულ პოლარულ დათვთან დაკავშირებით

პოლარული დათვი, როგორც სიმბოლო

მითერმაიერი ეზებდა ვიზუალურ მტკიცებულებას იმ მომავლისა, რომელიც მისი წარმოდგენით განადგურდა კლიმატის ცვლილებით და ერთ დღესაც მან იპოვა მშიერი პოლარული დათვი.

როგორ მიშელ მოსე New Yorker-ში წერს ამ ფოტოთი პოლარული დათვი გახდა კლიმატის ცვლილების უდავო მტკიცებულება.

„კლიმატის ცვლილების ამბავს პოლარული დათვების სურათებით გვიყვებიან“ - რა გასაკვირია, მათ ბრწყინვალე ყინულოვან ვიზუალს ხომ საფრთხეს უქმნის ტემპერატურის ზრდა. თუმცა რეალურად, ერთმა, მშიერი დათვის , ფოტომ იმაზე მეტი სალაპარაკო მისცა კლიმატის ცვლილების საკითხზე მოსაუბრეებს, ვიდრე ამას ნებისმიერი გარემოს დამცველი ორგანიზაციის ან კლიმატის ცვლილების შესახებ მთავრობათაშორისი პანელის IPCC ანგარიში შეძლებდა. სამწუხაროდ, კადრები ბევრად მცირე რამეს მოგვითხრობს დათვების რეალურ მდგომარეობაზე.

რას ამბობენ რიცხვები

მიუხედავად იმისა, რომ მრავლად შეგხვდებათ სათაურები, რომელზეც ვკითხულობთ, რომ პოლარული დათვები გადაშენების პირას არიან. რეალური რიცხვები განსხვავებულ ამბავს მოგვითხრობენ.  საკონსერვაციო ჯგუფებისა და მთავრობის მონაცემები აჩვენებს, რომ პოლარული დათვების პოპულაცია დაახლოებით 5-ჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო 1950-იან წლებში და 3 ან 4-ჯერ მეტი - ვიდრე 1970-იან წლებში, როდესაც დათვები დაცული იყვნენ საერთაშორისო ხელშეკრულებით.  რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ პოლარული დათვი გადაშენების პირას მყოფ სახეობად მიიჩნეოდა და სპეციალურად იყო დაცული, გარემოს დამცველები შეშფოთებული იყვნენ, რომ კლიმატის დათბობის გამო, დათვის სანადირო არეალი მცირდებოდა, ამის მიუხედავად, თეთრი დათვების პოპულაცია მყარად სტაბილურია ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში.

1984 წელს, პოლარული დათვების პოპულაცია შეადგენდა 25000-ს. 2008 წელს, როდესაც ის უკვე დაცული სახეობა იყო, "ნიუ-იორკ თაიმსმა" აღნიშნა, რომ ეს რიცხვი უცვლელია: „არქტიკაში 25000-ზე მეტი დათვიაა, რომელთაგან 15 500 კანადის ტერიტორიაზე ბინადრობს."

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ახალი მონაცემები აჩვენებს 2015 წლის საშუალო მაჩვენებელს - 26 500 (დიაპაზონი: 22 000-დაან 31 000-მდე ); The State of the Polar Report 2018-ში ვკითხულობთ, რომ ბოლო შეფასებით მათი რიცხვი 30 000-ზე მეტია.

ყველაზე დაბალ მაჩვენებელსაც კი იმაზე მაღალი შეფასება აქვს მას შემდეგ, რაც 1973 წელს პოლარული დათვი საერთაშორისო მასშტაბით იქნა დაცული. ამ უკანასკნელთა პოპულაციის ჯანმრთელობა ეწინააღმდეგება იმ წინასწარმეტყველებს, რომელთაც თქვეს, რომ პოლარული დათვების ორი მესამედი გაქრება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ტემპერატურის დათბობისა და არქტიკაში ზღვის ყინულის დნობის გამო.

კარგი ამბავია, რომ პოლარული დათვების რიცხვი კი არ შემცირდა, გაიზარდა კიდეც, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა ამან იმდენი ყურადღება მიიპყროს, რამდენიც სომერსეტის კუნძულზე მოსიარულე მშიერი დათვის ვიდეომ მოახერხა.

თარგმანი: ანა ჩიქოვანი

Author : Jon Miltimore

 

კომენტარები