სიახლეები

გიორგი კოხოძის ჯარის ისტორია - #არამონობას

2013 წელს თსსუ-ში ჩავაბარე, ფარმაცევტულ ფაკულტეტზე. მე-2 კურსის დახურვის დღიდან აფთიაქში ვმუშაობდი, სრულ განაკვეთზე. დილით უნიში, 3-დან 11-მდე აფთიაქში.

2017 წელს სწავლას მოვრჩი და მაგისტრატურის გამოცდისთვის მზადება დავიწყე, სამწუხაროდ იმ წელს ქულები არ მეყო, ამიტომ ივლისში "ბიბლიური თავისუფლების" საბუთი ავიღე (თავის დაზღვევის მიზნით).

შემოდგომაზე მამამ დამირეკა რაიონიდან, კომისარიატიდან გაწვევა მოგივიდაო.. მამა 15 წელი სამხედრო მოსამსახურე იყო, მეთქი მამა, სასულიერო პირის საბუთი მაქ და ეგ უნდა მივუტანოთქო, რაც გინდა ის მიიტანე ოღონდ ოჯახს და სწავლას მიხედეო..( ნოემბერში შვილს ველოდებოდი).

მოკლედ, წავედი რაიონში, წავიღე ჩემი საბუთი და მივედი მერიაში, კანცლერთან შევდივარ და საბუთს ვუტოვებ, ჯერ ვერ გაიგო რა იყო, მერე მეუბნება გთხოვ წადი კომისიას აჩვენე, თუ დაგთანხმდება დავუტოვებო.

გავყევი ამ ბნელ დერეფანს, ყველა კარი სსრკ-ის დროს რომაა გაკეთებული დარბილებით, დავაკაკუნე და შევედი, მაგიდაზე ზის ვიღაც ქალბატონი. მივესალმე და ვაძლევ საბუთს, ამ მომენტიდან იწყება ჩემი ბულინგი, შეურაცხყოფა გირჩის, ხან მოღალატეს მეძახიან ხან რას, ხან რას, ბოლოს ახლობელი გამოიყვანეს და "რელიგიური გრძნობებიც" მიხსენეს.

ხმაურს რომ მოვუმატეთ გამოდის კომისარი და პირდაპირ მეუბნება: გირჩი ხარო?
-არა, საბუთი მოვიტანე
-მერე რა გიხარია?
მეთქი ჯარიდან გათავისუფლებათქო.
მოკლედ ორ რაღაცას გეტყვი და წადიო
1) ამ საბუთს უშიშროებას გადავცემ და როგორც კი ვადა გაუვა შენც გაგიძახებო..
2) სუფრასთან როცა დაჯდები საქართველოს სადღეგრძელო არ დალიოო
მეთქი ოკ..

მოკლედ, იმ ერთ წელში რომელიც თავუსუფლებაში გავატარე: შვილი შემეძინა, მაგისტრატურაზე სწავლა გავაგრძელე, ვიპოვე უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური, შევიძინე უამრავი მეგობარი, რაც მთავარია გავიაზრე ის რომ ჩემი საკუთარი სხეული ჩემია და სხვა არავის აქვს უფლება ჩემზე იბატონოს..

#არამონობას
#მეტითავისუფლება




ავტორი: გიორგი კოხოძე 

კომენტარები