სიახლეები

68 Views
პოლიტიკა

გიორგი გახარიას პარლამენტთან სირცხვილის დერეფნით დახვდებიან

დღეს, 12:00 საათზე, აქციის #სირცხვილია ორგანიზატორები და მონაწილეები, პრემიერმინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას, პარლამენტის შენობასთან სირცხვილის დერეფნით დახვდებიან. 

ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობა "თავისუფლებისთვის" "ფეისბუქ"-გვერდზე განთავსდა. 

დღეს, პრემიერმინისტრობის კანდიდატი - გიორგი გახარია პარლამენტში ფრაქციებთან შეხვედრას მართავს.

📍 12 საათიდან, პარლამენტის შესასვლელებთან მოეწყობა სირცხვილის დერეფნები.

📌 ერთად გავაგებინოთ გიორგი გახარიას, რომ #სირცხვილია!

12:00-ზე, ქვეყნის სამსახურში გელოდებით 

- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია #სირცხვილია უკვე 79-ე დღეა მიმდინარეობს. თავდაპირველად პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქათველოში ჩამოსვლასა და მის პარლამენტის შენობაში მისვლას დაუკავშირდა, 20 ივნისის ღამით აქციის დარბევის შემდეგ კი აქციის მთავარი მოთხოვნა შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა გახდა, რასაც ბიძინა ივანიშვილმა გახარიას გაპრემიერებით უპასუხა. 

კომენტარები