სიახლეები

493 Views
პოლიტიკა

ვაშაკიძე: ერთი გადასახადის შემთხვევაში, საინტერესოა, საიდან შევა ფული ბიუჯეტში

ერთი გადასახადის დაწესების შემთხვევაში უნდა გაირკვეს საიდან შევა ფული სახელმწიფო ბიუჯეტში - ამის შესახებ გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი პარტიის „ახალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ერთი გადასახადის დაწესების შესახებ, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას იმ შემთხვევაში დაეთანხმება, თუ მისგან, საკითხთან დაკავშირებით, დეტალურ და მისაღებ ინფორმაციას მიიღებს.

ეს მარტივი თემა არაა. შეიძლება დაერქვას ერთი გადასახადი მაგრამ სანახავია რითი შეივსება სახელმწიფო ბიუჯეტი. ამ საკითხზე მსჯელობა და დეტალურად განხილვა შეიძლება, სააკაშვილს არ გაუშლია ეს თემა და ახლა ზუსტი კომენტარის გაკეთება, ვეთანხმები თუ არა მის ინიციატივას, მიჭირს

- განაცხადა ვაშაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რამდენიმე რეფორმა უნდა ჩატარდეს - გაუქმდეს ყველა გადასახადი დღგ-ს გარდა, ასევე, შეიქმნას მცირე ზომის მთავრობა და მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა.

კომენტარები