სიახლეები

406 Views
პოლიტიკა

ვაშაძე: სააკაშვილს ვეთანხმები! გადასახადები უნდა შემცირდეს

გადასახადების შემცირება და მხოლოდ დღგ-ს დატოვება ლოგიკურია და ამაზე აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა. 

"ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი პარტიის ხელმძღვანელი, გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში, მასშტაბურ განხილვებს აანონსებს და ამბობს იმასაც, რომ საზოგადოებას ამ გეგმას აუცილებლად წარუდგენენ. 

როგორც აღმოჩნდა, ვაშაძე სააკაშვილს ეთანხმება და ამბობს, რომ ქვეყანაში ნაკლები ბიუროკრატიის არსებობის და დერეგულაციების მომხრეა. 

გადასახადები არ არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი მთავარი პრობლემა, თუმცა დერეგულაცია და გადასახადების შემცირება, აუცილებელია. 

საბანკო რეგულაციებმა და ლარიზაციის პროექტმა ქვეყანაში კატასტროფული პრობლემები შექმნა. ხალხი სესხებს ვეღარ იღებს, ეკონომიკა უკან მიდის და ლარი ყოველდღე უფასურდება. 

უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი რომ ლარიზაცია ან საბანკო რეგულაციები რამე დადებითს მოგვიტანს. ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს

 - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში რამდენიმე რეფორმა უნდა ჩატარდეს - გაუქმდეს დღგ-ს გარდა ყველა გადასახადი, ასევე შეიქმნას მცირე ზომის მთავრობა და მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა. 

კომენტარები