სიახლეები

204 Views
პოლიტიკა

IRI გირჩის პროგრამასა და სტრატეგიას აფასებს

სასტუმროში "ბეტსი" "გირჩის" და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის - IRI შეხვედრა მიმდინარეობს.

"გირჩის" წევრების გარდა, შეხვედრას, პარტიის რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც ესწრებიან. IRI-ს ქართული ოფისის წარმომადგენლების თქმით, რეგიონებში მხარდაჭერების გააქტიურება, მომავალი წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია. 

როგორც IRI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჯონ დიპირო ამბობს, "გირჩს" კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია აქვს და მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გამოყენება, აუცილებელია.

შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინ რეკომენდაციული ხასიათისაა.

კომენტარები