სიახლეები

92 Views
პოლიტიკა

სუსი: ხაშურის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. უწყებაში ამბობენ, რომ ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს.

სუს-ში ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. მათივე თქმით, საკითხს დღეს დაგეგმილ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე განიხილავენ.

კომენტარები