ჩვენ შესახებ
სექ 1, 2020

პარტიული სიის შედგენის წესი

ორტალი - ინტერნეტ საიტი GIRCHI.COM, სადაც რეგისტრირდებიან გირჩის წევრები და პოლიტიკოსები.

GED (ჯედი) - ქართული დოლარი, გირჩის ციფრული ფული. გაიცემა გირჩის მიერ, გირჩის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესაბამისად, დადგენილი კურსით: 100 GeD =1 USD

პოლიტიკური GED (ჯედი) - ჯედი, რომელიც გამოიყენება კონკრეტული კანდიდატის ან საკითხის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

პოლიტიკოსი - ადამიანი, რომელიც რეგისტრირებულია პორტალზე და უკავია ადგილი გირჩის პოლიტიკოსების  რეიტინგში.

გირჩის წევრი - ჯედების მფლობელი გირჩის პორტალზე რეგისტრირებული ადამიანი

CEO - გირჩის პლატფორმის მმართველი.

 

  1. პროცედურა

    1. გირჩის საარჩევნო პარტიული სიის შედგენისთვის ტარდება შიდაპარტიული არჩევნები, ე.წ. პრაიმერისი.

    2. პრაიმერისში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გირჩის პორტალზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გადახდილი აქვს საწევრო გადასახადი და მონიშნული აქვს პორტალზე პოლიტიკოსის სტატუსი.

    3. სიის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ გირჩის წევრებს.

    4. წევრობისთვის საჭიროა პორტალზე რეგისტრაცია.

    5. პლატფორმაზე, ელექტრონულად და საჯაროდ, ტარდება ხმის მიცემის პროცედურა, სადაც გირჩის წევრის ხმის წონა განისაზღვრება მის საკუთრებაში არსებული ჯედების (GeD) რაოდენობით. შესაბამისად, რეიტინგში პოლიტიკოსთა დაწინაურებას განსაზღვრავს მისი მხარდამჭერების მიერ მისთვის გადაცემული პოლიტიკური ჯედების სიმრავლე.