ჩვენ შესახებ

ჩვენი გუნდი

ვახტანგ მეგრელიშვილი
გირჩის თავკაცი

გირჩის თავკაცი


ლევან ჯგერენაია
მთავარი მღვდელთმსახური, გირჩის პორტალის გამგე

მთავარი მღვდელთმსახური, გირჩის პორტალის გამგე


რუსკა აბუაშვილი
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი

  ამ ეტაპზე, გირჩის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ. ადამიანებთან კომუნიკაცია და რაღაცების დაორგანიზება კარგად გამომდის, შესაბამისად, ეს საქმეც ძალიან მომწონს. ჩემი პასუხისმგებლობაა გირჩის დღის წესრიგი ყოველთვის დალაგებული იყოს, კალენდარში ავსახავ პოლიტიკოსების საქმიანობასა და ეთერების განრიგს. ჩემი საქმეა საპარლამენტო დოკუმენტებისა და მეილების მიღება, დახარისხება და გაგზავნა. მოკლედ - ვცდილობ გირჩის პოლიტიკოსებს ცხოვრება გავუმარტივო და მეც არ ვიწყენ, ვინაიდან ეს ხალხი და მათი შეხედულებები ძალიან მომწონს. სხვა პარტიის ლიდე რებს 4 წელი ნამდვილად ვერ ავიტანდი. :)”
ასევე ცნობილი, როგორც დედა რუსკა. თითქმის 4 წელია რაც გირჩთან ერთად ვარ. „ბიბლიურ თავისუფლებაში“ მუშაობის პერიოდი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა - რამდენიმე წლის მანძილზე ადამიანებს მონობისგან ვათავისუფლებდი და დაახლოებით 20 000 წვევამდელს ვაჩუქე თავისუფლების 1 წელი. ახლა უკვე „ბიბლიური თავისუფლების“ ეპისკოპოსი.


სიმონ ღარიბაშვილი
მემონტაჟე/ოპერატორი

მიყვარს ტექნოლოგიები და მუდმივად ვცდილობ განვითარებას - ვიდეო გადაღება და მონტაჟი, ეს არის გამოწვევა, რადგან არცერთი კადრი არ გავს ერთმანეთს. შექმნის პროცესი ძალიან საინტერესოა და არანაკლებ საინტერესოა შედეგების ნახვა, როგორი იყო როდესაც იწყებდი გადაღებას და როგორია საბოლოო, - დამონტაჟებული სურათი.


ქეთო გიორგაძე
მემონტაჟე/ოპერატორი

მემონტაჟე/ოპერატორი


უნა ნოდია
პროდიუსერი

ეს არის საქმე, სადაც სულ ეძებ, ფიქრობ, იკვლევ, უსმენ, იწერ, წერ, იმახსოვრებ, ადარებ, პარალელებს ავლებ, ესაუბრები, ეხმარები. საკუთარ და სხვათა გამარჯვებებს იმახსოვრებ, შეცდომებს - გამოცდილებად აქცევ. ამის მიღმა ყველაფერი დანარჩენი ზედმეტად ტექნიკური და რუტინული საქმეა. თუმცა, თუ ეს საქმე გიყვარს, ყველა რუტინა  დღესასწაულია.


ბორის სოლომონია
ფინანსისტი

ფინანსისტი


თეკლა მებურიშვილი
იურისტი

გირჩის პოლიტიკოსები ქმნიან პროექტებს, რომელთა განსახორციელებლად საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა, ჩემი ძირითადი საქმიანობა კანონპროექტების მომზადება და მისი ტექნიკური უზრუნველყოფაა.  ყოველდღიურობა მრავალფეროვანი  მაქვს, რადგან ვცდილობ თითოეული პოლიტიკოსის  საჭიროებებს მოვერგო. ამასთან, იაგოს თანაშემწე ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ვიღებ ინიციატივას დავეხმარო იაგოს პარლამენტის შინ თუ გარეთ.


ავთო ლაბაძე
იურისტი

რომ წარმოიდგინოთ პარლამენტი არის კანოპროექტების მთელი კონვეირი, რომლის აბსოლიტური უმრავლესობა მავნებლურია. მე ვეხმარები  პოლიტიკოსებს გაერკვიონ მთელ ამ ნიაღვარში და იყვნენ იმფორმირებულნი თუ რა კანონპროექტები გადის და რას გულისხმობს ისინი.


საბა კალანდაძე
გაყიდვების მენეჯერი


ნუცა დვალიშვილი
უმცროსი მკვლევარი

ეკონომიკური თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც პოლიტიკური და არც   პიროვნული თავისუფლება, შესაბამისად, ჩემი “გირჩთან” იდენტიფიცირება ფუნდამენტურია ღირებულებათა სისტემისა, რომელიც უკეთესი მომავლისა და ქვეყნის პროგრესის წინაპირობას იძლევა. როგორც უმცროსი მკვლევარი, ჩემი მოვალეობაა შემეცნებითი ვიდეოების თარგმნა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მოძიება.