სიახლეები

199 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: 2013 წლის 17 მაისს საპატრიარქომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება მოახდინა

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე შსს-ს მიერ, 20 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, რამდენიმე ადამიანს დაკავებას ეხმაურება.

"ფეისბუქის" გვერდზე ჯაფარიძემ დაწერა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება 2013 წლის 17 მაისს საქართველოს საპატრიარქომ მოახდინა და ამ ფაქტის გამოძიებისკენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა. 

ჯაფარიძის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

2013 წლის 17 მაისს საქართველოს საპატრიარქო-მ მოახდინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება

თუ ასეთ ფაქტებს ეძებთ - ამ დღის უამრავი ვიდეო მტკიცებულება არსებობს

შავ კაბებში ჩაცმული წვერებიანი ხალხის მოწოდებები არსებობს, მელიას, ოქრუაშვილს ან იმ ბიოლოგს რომ არ დასიზმრებიათ ისეთი

განსაკუთრებული ნიშნები (გარდა წვერისა): ყელზე ჰკიდიათ ჯვარი, მოძრაობენ ჯიპებით და შენატრიან რუსეთს

მერე რა რომ 6 წელი გავიდა, აგერ ხაზარაძეს 11 წლის წინანდელი სესხის გათეთრებას ედავებით

ჰოდა, როდის მიაკითხავს შსს-ს სპეცრაზმი სანაპიროზე მდებარე ზაკვო-ს შენობას?"

კომენტარები