სიახლეები

69 Views
პოლიტიკა

საბო: ხაზარაძისთვის უკეთესი იქნება რაც უფრო ღიად გაშლის კარტებს

ივანიშვილი იზოგავს კომპრომატებს, როგორ წამოარტყას ხაზარაძეს თავში, ერთი ხელის მოსმით არ მოქმედებს მის წინააღმდეგ.

დღეს ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ საინფორმაციოში, ჰერმან საბომ მამუკა ხაზარაძის საქმეზე ისაუბრა.

ხაზარაძე-ივანიშვილის დაპირისპირებაში, ერთი შეხედვით, ნათლად ჩანს როგორ მიმდინარეობს ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ გარკვეული მაინც არაფერია და შეგრძნება მრჩება, რომ ორივე მხარეს ბლომად კომპრომატები აქვთ ერთმანეთზე, ვხედავ ზედაპირზე ამოსულ კინკლაობას და ხაზარაძის უფრო პასიურ პოზიციას. რეალურად ჩანს, რომ სიღრმეში მიდის ჩვეულებრივი ვაჭრობა და როგორ უნდა ბატონ ხაზარაძეს, რომ თან ეს შეგრძნება რჩებოდეს საზოგადოებას - მისი კულუარულად მომლაპარაკებლის იმიჯი არსებობდეს და თან საქართველოს გადარჩენაზე სადღეგრძელოებით გამოდიოდეს, სამართლიანობასა და ღირსების აღდგენაზე.

საბოს თქმით ორი როლის თამაშით მამუკა ხაზარაძე ყალბი ჩანს და ეს სიყალბე მარტივი შესამჩნევია, ამიტომ უკეთესი იქნებოდა,თიბისის დამფუძნებელს გულწრფელად ესაუბრა და რეალურად გამოეაშკარავებინა ყველაფერი.

კომენტარები