21 აგვ 2019
386 Views
ეკონომიკა

სიღარიბე - ქვეყნის მთავარი პრობლემა

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 20 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მაღალი შემოსავლებით არც ის ადამიანები გამოირჩევიან, რომლებიც დასაქმებული არიან და საქართველოს ბიუჯეტში გადასახადს იხიან.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში დეკლარირებული სახელფასო შემოსავალი მხოლოდ მილიონ 130 ათას ადამიანს აქვს, მათი 16 %-ის - ანუ 191 ათასი ადამიანის ანაზღაურება, საშუალოდ თვეში 100 ლარზე ნაკლებია.

მოკრძალებულია მათი რაოდენობა, ვისაც 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი აქვს და ისინი მოსახლეობის 0.57 %-ს შეადგენენ, წელიწადში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი კი მოსახლეობის მხოლოდ 0.21 %-ს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად 1.69 მილიონი ადამიანი მიიჩნევა, რეგისტრირებული, ანუ დადასტურებული შემოსავლები მხოლოდ 1.13 მილიონს აქვს.

თუ საქართველოს მაჩვენებელს შევადარებთ განვითარებული ქვეყნის ანალოგიურ სტატისტიკას, დავინახავთ, რომ იქ ყველაზე დიდი საშემოსავლო ჯგუფი არა უღარიბესი, არამედ - საშუალო ფენაა. შემოსავლების ასეთი განაწილება კი უფრო მეტად განვითარებადი ღარიბი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

მაშინ, როცა ქვეყანაში დასაქმებულთა სტატისტიკა ასეთია, რთული გამოსაცნობი არ არის, როგორ პირობებში ცხოვრობს უმუშევარი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა.

რა რჩება ქვეყნის მთავარ პრობლემად? უკიდურესი სიღარიბეა ყველა პრობლემის სათავე.

წყარო: ფორბსი

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები