სიახლეები

2263 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე რუსულ ბორდერიზაციაზე - რისი გაკეთებაა შესაძლებელი?

რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის საქართველოს ტერიტორიებზე გავლებასა და სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქ" პოსტით გამოეხმაურა. 

მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"რუსულ ბორდერიზაციაზე

ბევრგან შემხვდა ‘რისი გაკეთებაა შესაძლებელი? აბა რა ვქნათ, ვეომოთ რუსებს?’

რისი გაკეთებაა შესაძლებელი:

1. გორის მერი თუ მაჟორიტარი სად იქნება მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პრეზიდენტი ვისაც ჰქვია და მხოლოდ საპატრიარქოს დაკრულზე რომ ცეკვავს, ის უნდა ამოძვრეს აუზიდან და ჩავიდეს საოკუპაციო ხაზის ახლად გავლებულ მონაკვეთთან. თან უნდა წაიყვანოს თუ რაიმე საერთაშორისო მედია არსებობს ამ ქვეყანაში და ნებისმიერ ფასად მიაღწიოს კარგ გაშუქებას, თუნდაც ამისთვის გორჯესტანის გულისამაჩუყებელი ტირილი გახდეს საჭირო.

2. საგარეო საქმეთა მინისტრი მოვალეობის მოხდის მიზნით და ვითომ ‘პრემიერის დავალებით’ კი არ უნდა ჩადიოდეს იქ ელჩებთან ერთად, გულწრფელად უნდა განიცდიდეს, ამ გულწრფელობას უნდა ასხივებდეს, და მთელი ხმით უნდა ყვიროდეს.

3. თუ კი რამე საერთაშორისო ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ადამიანის უფლებებზე ან კონფლიქტებზე მუშაობს, ყველას უნდა აწიოკებდეს იგივე საგარეო საქმეთა სამინისტრო. თუ ხმას არ ამოიღებენ, საჯაროდ უნდა ამუნათებდეს მორალურად და ცვედან სირებს ეძახდეს. და ასე მანამ, სანამ ხმას არ ამოიღებენ.

4. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატში რომლის წევრიც საქართველოა, ცხოველთა უფლებებზე იქნება ის თუ კლიმატის ცვლილებაზე, ამ თემაზე უნდა ყვიროდნენ საქართველოს წარმომადგენლები, თან განუწყვეტლივ.

5. ყველა მეგობარ თუ ვითომ მეგობარ ქვეყანას ამაზე უნდა უჩიჩინებდეს მთავრობა მუდმივად და გულწრფელად, რომ მათაც იყვირონ ყველგან სადაც ხმა მიუწვდებათ. და არა მხოლოდ იყვირონ, არამედ რუსეთის წინააღმდეგ გადადგან ნაბიჯები.

6. 2008 წლის ომზე სირობების ლაპარაკს თავი უნდა დაანებონ და ფოკუსირდნენ კონკრეტულად რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ეთნიკური წმენიდს ჩათლით.

რატომ არ აკეთებს ოცნება ამას?

1. იმიტომ რომ ჰკიდიათ და შეგუებული არიან. მართლა ჰკიდიათ. ერთადერთი რაც აინტერესებთ არის ის რომ ივანიშვილი არ გაბრაზდეს. ამიტომ, რასაც აკეთებენ, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებენ. მხოლოდ იმისთვის აკეთებენ რომ როცა ვინმე ჰკითხავს რას აკეთებთო - თქვან აი ეს გავაკეთეთო. ამას ასხივებენ - რომ გულწრფელად არ იბრძვიან - რომ არა არსებული წნეხი საზოგადოების ერთი ნაწილისგან, ამას არ იზამდნენ.

2. იმიტომ რომ მეგობარი თუ ნახევრად მეგობარი ქვეყნები გვეუბნებიან რომ სტრატეგიული მოთმინება უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ახლა რუსეთთან ზედმეტი დაძაბულობის დრო არ არის, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს დღეს მსოფლიოს, რუსეთი სჭირდებათ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ა.შ.. ჰოდა, ამათაც მეტი რა უნდათ. ამათთვის დასავლეთი დღეს იგივეა რაც მოსკოვი იყო საბჭოთა საქართველოსთვის - ყველაფერი რაც იქიდან მოდის, დირექტივად აღიქმება.

3. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - იმიტომ რომ ხმაურის ატეხვა გამოიწვევს ‘რუსეთის გაღიზიანებას’, ეს კი როგორც მინიმუმ ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების გართულებას - სავაჭრო ემბარგო, ენერგეტიკული ემბარგო, სატრანსპორტო ემბარგო, ტურისტების კლება და ა.შ.. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილის პოლიტიკურად განაწყენებას რომელიც ეკონომიკურად არის დამოკიდებული რუსეთთან კავშირებზე. ეს კი ივანიშვილის ოცნების ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ესაა რეალობა

ეს რეალობა არ შეიცვლება მანამ სანამ ხელისუფლებაშია პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი პოლიტიკური საყრდენი ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც ან პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ან ღიად პრორუსულია, ან ერთმორწმუნეობას უფრო წინ აყენებს ვიდრე ღირსებას ან/და კეთილდღეობას.

პ.ს.

7. ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის ყველა შესაძლო რუკა შეიძლება აიღო, ყველა შესაძლო ‘ბორდერიზაციის’ პერიმეტრი შეიძლება განსაზღვრო წინასწარ, და ამ პერიმეტრზე არსებული მიწები საკუთრებაში გადასცე აშშ-ს, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. მოქალაქეებს. მოძებნადია ასეთი ხალხი. და შემდეგ ჯერზე როცა რუსები ღობეებს ჩაარჭობენ, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრების ნაცვლად, კონკრეტული ადამიანების საკუთრებას მიითვისებენ, რომლებიც საკუთარ ქვეყნებს შეაწუხებენ და ჩვენთან ერთად იჩხუბებენ საკუთრების დაბრუნებისთვის. ამერიკელისთვის საკუთრების წართმევა ვერ იქნება ისეთივე იოლი. ოღონდ ამის გაკეთებას 1. ტრაკი უნდა 2. კონსტიტუციიდან იმ სულელური ჩანაწერის წაშლა სჭირდება, რომ უცხოელზე მიწის მიყიდვა არ მოსულა".

კომენტარები