სიახლეები

541 Views
პოლიტიკა

"მცოცავი ოკუპაცია" მთავარი მაგისტრალიდან 22 კილომეტრში

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ტერიტორიების ე.წ. მცოცავი ოკუპაციის პროცესი განაახლეს , გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც თბილისიდან მხოლოდ 44 კილომეტრში მდებარეობს, მავთულხლართების გავლება გრძელდება. გუგუტიანთკარი მთავარი მაგისტრალიდან დაახლოებით 22 კილომეტრშია. 

რუსების მიერ გავლებული ხელოვნური საზღვარი ორი ოჯახის კერძო საკუთრებაში გადის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სოფლის წყლის მთავარი რეზერვუარი, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე აღმოჩნდა.

ასეთი ქმედებით, რუსეთი გუგუტიანთკარსა და მიმდებარე სოფლებს ფაქტობრივად უწყვეტს სასმელსა და სარწყავ წყალს. 
იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიის დაპყრობას და თბილისის ცენტრში ანტისაოკუპაციო მიტინგები მიმდინარეობს, ჩვენი მთავრობის პასუხი ან დუმილია, ან არაადეკვატური შეფასებები მომხდარზე.

დღეს გორის საკრებულოს წევრმა, მერაბ მახარაშვილმა, რომელიც სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება, შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გავლების დროს, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დატოვონ.

ეს რეზერვუარი ჰყვება იქით და თუ შესაძლებელია, არ შემოღობოთ და ხალხმა ისარგებლოს – მეთქი ამით, და კი ბატონოო

 – აცხადებს საკრებულოს წევრი.

"გირჩი" მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოეხმაურონ რუსულ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც დღემდე მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და შედეგებზე არავინ პასუხისმგებელი არ არის.

კომენტარები