სიახლეები

136 Views
პოლიტიკა

წლის ბოლოს, "სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ" რეგლამენტი ამოქმედდება

2019 წლის ბოლოდან, საქართველოში, „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ რეგლამენტი ამოქმედდება.  ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სემინარზე იყო საუბარი.

სემინარზე აღინიშნა, რომ ბავშვები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ, უსაფრთხო იყოს.

ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება და ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. 

რეგლამენტის შემოღება საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აქვს ნაკისრი. 

კომენტარები