იაგო: მიშა კიევში ბიძინას ფულებით გულაობს
დეპუტატი იაგო ხვიჩია ფსონს მიშასა და ბიძინას შეთამაშებულ მოქმედებაზე დებს. ცოტა ხნის წინ, მან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოსტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააზიარა, სადაც თავისი მრავალჯერ გაჟღერებული თეორია კიდევ ერთხელ გააცოცხლა. მისი თქმით, არის მომენტები, როცა მტკიცებულების არ ქონის გამო რაღაცას ვერ ამტკიცებ და მისი მხოლოდ ვერსიად განხილვა ან ფსონის დადება შეგიძლია:
მილიონ ქართულ დოლარს (გირჩის სამეფოს ვალუტას) დავდებდი იმაზე, რომ ოდესმე დადასტურდება ქოცებისა და ნაცების შეთამაშების ფაქტი და ის, რომ მიშა ბიძინას ფულებით გულაობდა ამდენი წელი კიევში, ხოლო ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, უბრალოდ კარგად შესრულებული წარმოდგენა იყო, იფიქრეთ ამაზე
- წერს იაგო ხვიჩია.
ავტორი: მარიამ შენგელია