სიახლეები

100 Views
ეკონომიკა

Tav Georgia ეკონომიკის სამინისტროს აკრიტიკებს

Tav Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ თეა ზაქარაძემ ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მათთან კომუნიკაციის არქონის გამო გააკრიტიკა. ზაქარაძის განცხადებით, ე.წ. რუსული ტურისტული ემბარგოს შესახებ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტავ ჯორჯიასთან ამ დრომდე კომუნიკაცია არ ჰქონია.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვისმენ იმ განცხადებებს, რაც ზოგადად კეთდება, როგორც - ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ჩვენც შეგვეკითხებოდნენ ზოგადად, რა ხდება, მაგრამ ეს კითხვა არ დასმულა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის მთავარი აეროპორტი, არის დედაქალაქის მთავარი აეროპორტი, რომელიც წელიწადში 4 მლნ მგზავრს ემსახურება.

აღნიშნულ თემაზე, ეკონომიკის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ: 8 ივლისიდან ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა წყდება. 

Tav Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში 5-5 რუსული ავიაკომპანია ოპერირებს. 

თეა ზაქარაძის თქმითვე, ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა მთლიანი ტრაფიკის 36% იყო, ხოლო თბილისში ივნისში ამ მაჩვენებელმა 18% შეადგინა. 

კომენტარები