სიახლეები

92 Views
პოლიტიკა

აქციაზე მოშიმშილე გიგა ლემონჯავას მდგომარეობა სტაბილურია

გიგა ლემონჯავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება - ამის შესახებ "გირჩს" "ამტელ ჰოსპიტალის" დირექტორმა, ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა. 

აქციაზე მოშიმშილე, კლინიკაში, დღეს, რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. მაჭარაშვილის ინფორმაციით, პაციენტს სისხლში შაქრის შემცველობა აქვს დაწეული. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ოთხმა  ადამიანმა შიმშილობა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 

 

 

კომენტარები