სიახლეები

1018 Views
ეკონომიკა

ჯაფარიძე: შაქარი გაძვირდება

მწარმოებელთა ფედერაცია ანტიდემპინგური კანონის შემოღებას ითხოვს - განცხადების საფუძველი „ჰაიდელბერგცემენტის“, „აგარის შაქრის“ და სხვა რამდენიმე კომპანიის ის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემპინგურ ფასად, საკმაო რაოდენობით პროდუქცია შემოდის.

 „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ კანონის შემოღება პროდუქციას ავტომატურად გააძვირებს. ამის შესახებ მან ყოველდღიურ გადაცემაში, „გირჩის აზრით“ ისაუბრა.

გვეტყვიან ვითომ ადგილობრივ წარმობას იცავენ დემპინგური პროდუქციისგან, სინამდვილეში შაქარი გაძვირდება. დაიცავენ კვერცხს? კვერცხი გაძვირდება. რძეს დაიცავენ, რძე გაძვირდება

კომენტარები