სიახლეები

2453 Views
ეკონომიკა

ჯაფარიძე: მიმყარდება ეჭვი რომ ლარს ხელოვნურად აუფასურებენ

სულ უფრო და უფრო მიმყარდება ეჭვი, რომ ლარს ხელოვნურად აუფასურებენ

- ამის შესახებ, გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით" განაცხადა. 

ჯაფარიძე ლარის რეკორდულ გაუფასურებას გამოეხმაურა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მთავრობა, ეროვნულ ვალუტას, ექსპორტის წახალისების მიზნით აუფასურებს. 

მისივე თქმით, ეს ქართული პროდუქციის გაიაფებას და შესაბამისად, მოსახლეობის გაღარიბებას იწვევს. ჯაფარიძე თვლის, რომ ამ პროცესის მთავარი მიზანი, იმპორტს და ექსპორტს შორის, სხვაობის შემცირებაა. 

წარმოიდგინე, მოგყავს ვაშლი, რომელიც პირობითად, კილო ერთი დოლარი გიჯდება - ამ ფასად ვერ გაგაქვს და ვერ ყიდი, მაგრამ ამ ფასად, გადახურდავებული ლარში, მისი ფასი ვარდება და გგონია, რომ კარგია. გატყუებენ. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს -  ოფიციალური მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი დღეს 2.84, ერთი ევრო კი 3.23 ლარი ღირს.

კომენტარები