სიახლეები

30 Views
პოლიტიკა

რუსეთის ცენტრალურ სამხედრო ოლქში მოულოდნელად საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო

პუტინმა რუსეთის ცენტრალურ სამხედრო ოლქში უმაღლესი საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ცენტრალურ სამხედრო ოლქში, რომელიც რამდენიმე სამხედრო დანაყოფს აერთიანებს, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება მოულოდნელად დაიწყო და ინსპექციის დროს სამხედროები ორმოცდაათზე მეტ სხვადასხვა მასშტაბის წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას.

შოიგუს განმარტებით, მოულოდნელი შემოწმებების მთავარი მიზანი სამხედრო ხელმძღვანელების შემოწმებაა, თუ რამდენად არიან ისინი მზად, გააკონტროლონ ჯარები “სამხედრო საფრთხის ზრდისა და კრიზისული სიტუაციების წარმოშობის შემთხვევაში”.

ეს ღონისძიება მიზნად ისახავს  შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შეფასებას სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცენტრალური აზიის რეგიონში, სადაც ტერორისტული თავდასხმების ძალიან დიდი საფრთხე არსებობს.

                                             - განმარტავს შოიგუ.

კომენტარები