სიახლეები

46 Views
ციტატები

მეგრელიშვილი: ასობით ადამიანი სისტემამ საპყრობილეში გამოამწყვდია

სასამართლო გადაიდო და თავისუფალი ვარ.
მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამაში წვლილი შეიტანა.
მაგრამ ასობით ადამიანი სისტემამ საპყრობილეში გამოამწყვდია. მათ ჩემზე ნაკლები გულშემატკივარი აღმოაჩნდათ. 
ყველა უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლად. 
ნელ-ნელა მოგიყვებით ფანტასმაგორიულ კოშმარს რაც სისტემამ მოუწყო უბრალო ადამიანებს.

წერს ვახტანგ მეგრელიშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ ვახო მეგრელიშვილი გუშინ, 21 ივნისის დილის 3 საათისთვის "გავრილოვის ღამის" მიმდინარეობისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და დღეს გაათავისუფლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან. მისი განმეორებითი პროცესი მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა 27 ივნისს ჩანიშნა. 

კომენტარები