სიახლეები

49 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: ამ მოთხოვნებით ვმოძრაობ 2020-ის ოქტომბრამდე

1. კობახიძე უნდა წავიდეს

2. გახარია უნდა წავიდეს

3. ბახტაძე უნდა წავიდეს

4. ნებისმიერი თანამდებობაზე მყოფი ნაბიჭვარი, რომელიც გუშინდელ ღამეს გააპრავებს დღეს და/ან ამ დღეებში, უნდა წავიდეს

5. ყველა ის პოლიციელი უნდა დაისაჯოს, ვინც ადამიანებს თვალები დათხარა და/ან მიზანმიმართულად ასახიჩრებდა (ახლავე და არა ‘გამოძიება დაწყებულია’ რეჟიმში)

6. 2020-ში არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით.

ეს მოთხოვნები მაქვს მე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.

ამ მოთხოვნების შესრულებამდე ვიდგები ქუჩაში.

ვიდგები ჩუმად, როგორც გუშინ, არაფერი მაქვს ამის გარდა ტრიბუნიდან საყვირალი.

მკიდია, რომელი პოლიტიკოსი რას გააკეთებს, რაზე წავა მიკროფონის ხელში ჩასაგდებად, რა სისულელეებს ილაპარაკებს და რას მოელაპარაკება ხელისუფლებას კარს უკან - არავინ არ წარმომადგენს მე.

ამ მოთხოვნებით ვმოძრაობ 2020-ის ოქტომბრამდე.

2020-ში ბიძინა უნდა წავიდეს! 

წერს ზურაბ ჯაფარიძე თავის ფეისბუქის გვერდზე. 

კომენტარები