
"Ipsos"-ის კვლევის მიხედვით ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ამომრჩევლის 35%-მა მისცა ხმა
"მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული "Ipsos"-ის კვლევის მიხედვით "გირჩის" ლიდერს და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ამომრჩევლის 35%-მა მისცა ხმა.
აღსანიშნავია, რომ ჯაფარიძემ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატზე მაღალი რეტინგი აქვს. გია ვოლსკის კვლევის მიხედვით ამომრჩევლის 33%-მა მისცა ხმა, ანა დოლიძეს კი 13%-მა. კვლევის საშუალო ცდომილება 3%-ია.
შეგახსენებთ, რომ თუ ეს შედეგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგს დაემთხვევა, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მეორე ტური გაიმართება.
ავტორი: პოლინა აბზიანიძე