სიახლეები

ალექსანდრე რაქვიაშვილი: პურის დეფიციტი ჩნდება მაშინ, როდესაც თქვენ იწყებთ პურის ფასის რეგულირებას

"გირჩის" პოლიტიკოსმა და საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა "ტვ პალიტრანიუსის" ეთერში პარტიის ხედვაზე ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა. 

როგორც იცით, "გირჩი" ეროვნული ბანკის გაუქმების მომხრეა. სანდროს თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიაზრონ, რომ ეროვნული ბანკი უცილებელი სტრუქტურა არ არის. სინამდვილეში ის შინაარსობრივად ბანკების სუბსიდირების და ფარული დაბეგვრის სააგენტოა, ვისი დახმარებითაც საბოლოო ჯამში მთავრობის შემოსავალი იზრდება. მისივე თქმით თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში დეფიციტი არ ჩნდება, ის რეგულაციების შედეგად წარმოიქმნება. "პურის დეფიციტი ჩნდება მაშინ, როდესაც თქვენ იწყებთ პურის ფასის რეგულირებას"

პოლიტიკოსი ამბობს, რომ საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი დისციპლინაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ ბიზნესმენი ცუდად მუშაობს, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ის გაკოტრდება. ბანკების უმეტესობას კი, ეს არ ემუქრებათ, რადგან ეროვნული ბანკი მათ გადარჩენას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, აქ ჩნდება შემდეგი ლოგიკური კითხვა თუ რის ხარჯზე ხდება ამ ბანკების მხარდაჭერა, ან ის ემისია, რომლის მეშვეობითაც ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მილიარდი გასცა რა იყო ამის ფასი? 

თუ ჩვენ ამ საკითხს არა ინტერვიუების, არამედ მეცნიერულ დონეზე მივუდგებით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეროვნული ბანკის რომელიმე ქმედებამ ეკონომიკა წაახალისა.

                                                                                                                                                                   - აცხადებს რაქვიაშვილი.

"გირჩი" მიიჩნევს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება აირჩიოს ის ვალუტა, რომლის გამოყენებაც სურს. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიაენბს ნებისმიერ დროს შეეძლებათ აირჩიონ ის ვალუტა, რომელიც მათი აზრით უფრო მომგებიანია. 

ეკონომისტის თქმით, როდესაც ჩვენ აღარ შევხედავთ ეროვნულ ბანკს და ვალუტას როგორც ეროვნულს, არამედ შევხედავთ მას, როგორც დაბეგვრის ერთ-ერთ მექანიზმს. მის ჩანაცვლებაში ასეთ პრობლემას აღარ დავინახავთ. "გერმანიამ გერმანელობა არ დაკარგა, როდესაც გერმანულ მარკაზე უარი თქვა"

რაც უფრო მეტი თავისუფლება გაქვთ, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ მოერგოთ გარემოს, რომელიც იცვლება. ხოლო თუ, კანონით მიბმული ხართ ლარზე, ბევრად ნაკლები მოქნილობა გაქვთ. მულტისავალუტო რეჟიმი არ ნიშნავს, რომ ლარი ყველა ვარიანტში გაქრება. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი წესიერად მოიქცევა, ლარი სხვა ვალუტისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს. 

                                                                                                                                                                  - ამბობს პოლიტიკოსი. 

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები