სიახლეები

ირაკლი კუკანია

ძლიერი ეკონომიკის გარეშე სხვა სფეროები ვერ გვექნება განვითარებული. ამისთვის საჭიროა მეტი თავისუფლება ეკონომიკაში, რაც ნიშნავს ნაკლებ სამთავრობო ჩარევას.
მარტივი ფორმულაა: მეტი თავისუფლება = მეტი კეთილდღეობა.
 

დღეს არსებული სიღარიბის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მათ შორის:

დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა, რომელიც აფერხებს ინვესტორს, საქართველოზე შეაჩეროს არჩევანი, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ მისი კაპიტალი აქ დაცული იქნება.

ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობა, ოკუპირებული ტერიტორიები;

ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის არსებული მაღალი გადასახადები;

თავისუფალი სავალუტო სისტემის არარსებობა და ა.შ.

 ერთ-ერთი ყველაზე მთავარი - საკუთრების უფლება (უფრო სწორედ საკუთრების უფლების არ არსებობა) და არსებობის შემთხვევაში, მისი შეზღუდვა.

ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემა მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, თუმცა ყველაზე სწრაფი შედეგის მისაღებად, საჭიროა ადამიანებს მივცეთ რეალური საკუთრების უფლება. 

კარგად რომ გავიაზროთ, ვცხოვრობდით ქვეყანაში (ვგულისხმობ საბჭოთა კავშირს), რომელშიც საკუთრება დანაშაული იყო და ამის გამო ადამიანებს იჭერდნენ.  მთელი ქონება აღმოჩნდა მთავრობის ხელში. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი, მთლიანი აქტივების დაახლოებით 20% დავიბრუნეთ, დანარჩენი ისევ მთავრობების ხელშია.  ამ თვალსაზრისით, ჩვენ დღემდე საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ (მხოლოდ 20%-ით მოვახერხეთ „განსაბჭოება“).

ჩემი მიზანია, ამ პროპორციის მინიმუმ პირიქით გარდაქმნა. 

ჩვენ - ამ ქვეყნის მოქალაქეები, უნდა გავხდეთ ჩვენივე აქტივების (მიწის ნაკვეთები, ტყის მასივები, წიაღისეულები და ა.შ.) მესაკუთრეები, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მომენტალურად გავმდიდრდეთ და აქამდე არსებული გაყინული აქტივები ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესებში, რაც გამოიწვევს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

ჩემი მიზანია საკუთრების უფლება გახდეს ხელშეუხებელი და მაქსიმალურად დაცული მთავრობის ჩარევისგან.
 

კომენტარები