სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი "გირჩის" საარჩევნო კამპანიაზე პასუხისმგებელი პირი გახდა

 დღეს "გირჩის" მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ "გირჩის" წინასაარჩევნო კამპანიას ალექსანდრე რაქვიაშვილი გაუძღვება. ის პასუხისმგებლობას იღებს გირჩის საარჩევნო სიის ფორმირებისას პოლიტიკოსების შერჩევასა და მომზადებაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსების შერჩევის პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს გირჩის იდეების გავრცელებაში ჩაერთოს და სპიკერი გახდეს, "გირჩის" პორტალი - https://www.girchi.com/ - აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ხედვები გაუზიაროს საზოგადოებას და საარჩევნო კამპანია აწარმოოს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის სიას შეადგენენ "გირჩის" ციფრული ვალუტა GeD-ის მფლობელები სასურველ კანდიდატებზე ვალუტის გადანაწილებით. GeD-ების დაგროვება შეისაძლებელია პორტალზე დარეგისტრირებით და დონაციის მეშვეობით.

 

 

კომენტარები