ლევან ჯგერენაია: სწორია, პოლიცია აღდგომის წირვაზე რომ არ შევარდა

მართებულია რომ პოლიციამ გუშინ, სააღდგომო ლიტურგიაზე ხალხი არ დააჯარიმა - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას'' ეთერში, ''ბიბლიური თავისუფლების'' მღვდელმთავარმა ლევან ჯგერენაიამ განაცხადა. 

მისი აზრით, სწორი იქნებოდა ისიც, თუ საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციების დაცვისა და შესრულებისაკენ მოუწოდებდა.

სწორია, რომ საპატრიარქოს წირვის ჩატარების უფლება მიეცა. ასევე სწორი იქნებოდა, თუ ისინი გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ მრევლი, განსაკუთრებით კი რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები სახლში დარჩენილიყვნენ

                                                                                                                                  -განაცხადა ''გირჩის'' წევრმა.

მისივე თქმით, ის შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაშია საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვირუსის პრევენციასთან არანაირ კავშირში არ არის.''გირჩის'' წევრი სრულ სიგიჟედ მიიჩნევს, ამ პირობებში ადამიანების 3000 ლარით დაჯარიმებას. ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ ის რაც ნამდვილად მუშაობს, ვირუსის წინააღმდეგ, ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვა და ''ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის'' რჩევების გათვალისწინებაა.

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ღამით სიარულის აკრძალვა და ავტომობილში წინ ორი ადამიანის არ ჯდომა, ვირუსს აკავებს

                                                                              -განაცხადა ლევან ჯგერენაიამ, ''ფორმულა ნიუსის'' ეთერში.

                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები