ახალი კვლევით, COVID-19-ის სიკვდილიანობა გრიპისგან დიდად არ განსხვავდება

სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტთან ასოცირებული მკვლევარების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, სავარაუდოდ, კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარას (კუბა) 48,000-დან 81,000-მდე მაცხოვრებელი უკვე დაინფიცირებულია COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით. იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გადატანილი ეს ვირუსი, მკვლევარებმა ორგანიზმში ანტისხეულების არსებობის დადგენის მიზნით 3,300 ადამიანის სისხლის ნიმუში შეისწავლეს. თუ შედეგები სწორია, ეს საკმაოდ სასიხარულო ინფორმაციაა. რატომ? იმიტომ რომ მიღებული მონაცემები დაეხმარება ჯანდაცვის სფეროს იმის გარკვევაში, თუ რამდენად მომაკვდინებელია კორონავირუსი. იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარები მართლები აღმოჩნდნენ, კორონავირუსი იმაზე ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე ბევრს ეშინოდა. 

დღევანდელი მდგომარეობით, აშშ-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც იმ ადამიანების აღრიცხვით დგინდება, რომლებსაც Covid-19 დაუდასტურდათ და შემდგომ გარდაიცვალნენ, 5.2 პროცენტია. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგებმა იციან, რომ ვირუსით ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანდაცვის სისტემისათვის შეუმჩნეველია, რადგან ისინი ან საკმარისად ცუდად არ გრძნობენ თავს იმისთვის, რომ დასახმარებლად ექიმს მიმართონ, ან, უბრალოდ, სიმპტომები არ აღენიშნებათ. მაგალითად, ისლანდიაში ჩატარებული კვლევით ნავარაუდევია, რომ დაინფიცირებულთა 50 პროცენტში ვირუსი ასიმპტომატურად მიმდინარეობს. 

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები Facebook-ის მეშვეობით ეძებდნენ იმ მაცხოვრებლებს, რომელთათვისაც ანტისხეულების აღმოსაჩენი ტესტის გაგზავნა შესაძლებელი იქნებოდა. შედეგებმა აჩვენა, რომ 1.5 პროცენტს ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა. გარკვეული სტატისტიკური და დემოგრაფიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სავარაუდო გავრცელება 2.49%-დან 4.16%-მდეა. იმ დროისთვის, როდესაც ზემოხსენებული ტესტები გადაიგზავნა, სანტა-კლარაში Covid-19-ით დაინფიცირების 1000 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხებოდა, ხოლო ვირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა. საბოლოოდ, კვლევით დადგინდა, რომ აპრილის დასაწყისში სანტა კლარაში (კუბა) დაინფიცირებული იყო 48,000-დან 81,000-მდე ადამიანი, რაც ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაზე 50-85-ჯერ მეტია.

ამ მონაცემების გამოყენებით, მკვლევარებმა გამოითვალეს ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ანუ, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალნენ: „48,000-დან 81,000-მდე დაინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 100, რაც სიკვდილიანობის 0.12-0.2%-იანი მაჩვენებელია" - განაცხადეს მკვლევარებმა. ეს, დაახლოებით, სიკვდილიანობის ისეთივე მაჩვენებელია, რაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ სეზონური გრიპის შემთხვევაშია დადგენილი.

მკვლევართა დასკვნა: 
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევა სანტა-კლარას ტერიტორიით შემოიფარგლებოდა, ის მოწმობს სეროპრევალენტურობაზე გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობას, რაც, საბოლოო ჯამში, პანდემიის პროგრესი დანახვასა და შეფასებაში დაგვეხმარება. ამგვარი პროექტით დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება იმის შეფასება, თუ რამდენად მოწყვლადია საზოგადოება, ისევე, როგორც განსხვავებულ მოსახლეობებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მონიტორინგი. ამგვარი კვლევები ასევე სასარგებლო მექანიზმია პანდემიის მასშტაბთან დაკავშირებული გაურკვევლობის შესამცირებლად, რაც, შესაძლოა, საზოგადოებრივი სარგებლოს მომტანი გახდეს. 

ამ აღმოჩენების დადასტურების შემთხვევაში, საზოგადოებრივ სარგებელთა შორის ერთ-ერთი პანდემიით გამოწვეული ,,ჩაკეტვის” სწრაფად დასრულება იქნება. დროა, CDC-მა ერთობლივი ძალებით დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება ანტისხეულებზე ქვეყნის მასშტაბით ვირუსის პრევალენტობის დასადგენად. 

განახლება: ერთ საფრთხილო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ უხეში დაანგარიშებით სანტა-კლარას სიკვდილიანობის მაჩვენებლის მისადაგება გარდაცვალების ნიუ-იორკში დაფიქსირებული 11,000 შემთხვევისათვის არაპირდაპირ უნდა მიანიშნებდეს, რომ ქალაქის ყველა მაცხოვრებელს აქვს კორონავირუსი გადატანილი, რაც არადამაჯერებლად ჟღერს.

 

წყარო: https://reason.com/2020/04/17/covid-19-lethality-not-much-different-than-flu-says-new-study/

თარგმნა მარიამ ჩალათაშვილმა. 



კომენტარები