სიახლეები

იაგო ხვიჩია: სამყარო დღეს რაღაც ''ბაბლში'' ცხოვრობს

''გირჩი ტივის" ეთერში, ''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი აზრით, ის ფაქტი რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ხელისუფლებას სრული ძალაუფლება აქვს, მხოლოდ ხალხის ბრალი არ არი - ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ხვიჩიას აზრით, გებელსის პროპაგანდას ჰგავს. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან, იმ ადამიანებმა რომლებმაც საბჭოთა კავშირი გამოიარეს, მათთვის რაღაცეებთან შეგუება უფრო მარტივია. მითუმეტეს, როდესაც მათ ყველა დარჩი სახლშის ყველა ეუბნება, მთავრობიდან დაწყებული, ექიმებით გაგრძელებული და  მედიით დამთავრებული.

ასეთი ადამიანებისთვის ექიმების სიტყვა აღმოჩნდა გადამწყვეტი, მთავრობასაც სწორედ ეს გათვლა ჰქონდა. რის შემდეგაც მათ, საზოგადოებაში უფრო დიდი პანიკა დათესეს და განგვიცხადეს, რომ საკმარისად არ გვეშინია

                                                                                                                                               -ამბობს ხვიჩია.

მან ასევე ოპოზიციის დანაშაულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ საზოგადოებისთვის ვერ შეძლეს განსხვავებული აზრის მიწოდება.''არადა ჭკვიანი პოლიტიკოსების პირდაპირი ვალდებულებაა, მთავრობის სისულეებზე მოსახლეობას თვალი აუხილონ''-აღნიშნა ''გირჩის'' წევრმა.

ადამიანი რომელიც ცხოვრობს სოფელში და მოჰყავს გოჭები, ის არ არის ვალდებული პოლიტიკაში გაცნობიერებული იყოს

                                                                                                   -მიიჩნევს ''გირჩის'' ერთ-ერთი ლიდერი.

''ის ხალხი ვინც პოლიტიკური ცხოვრებით არ ცხოვრობს, იმ ადამიანებს მე ვერ მოვთხოვ პანიკას რატომ აჰყევით''-ამბობს ხვიჩია. მისი აზრით, მედიასაც განსხვავებული პოზიციები  უნდა გაეჟღერებინა. მისივე თქმით, ყველაფერი პირიქით მოხდა და ფაქტია რომ საღი აზრის ინსტიტუციიები უბრალოდ ჩამოიშალა.

 მთელი სამყარო დღეს რაღაც ''ბაბლში'' ცხოვრობს. ადამიანები რეალობას თვალს მაშინ გაუსწორებენ, როდესაც შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებიან.

                                                                                                                                           -აცხადებს ხვიჩია.

ხვიჩია თვლის, რომ რამდენიმე საღი აზრის გაელვება ტელევიზიაში იყო, მაგალითად როდესაც აგრაგული ბაზრები დახურეს, მედიამ  საზოგადოებას ბაზრიდან გაგდებული ხალხი აჩვენა. ეს საკმაოდ მძიმე სანახაობა იყო. მაშინ საზოგადოებამ მხოლოდ შიმშილის დასაწყისის გაელვება დაინახა.

რეალურად კი სურათ ბევრად მძიმე იქნება, ამბობს ''გირჩის'' წევრი.რადგანაც ბიზნესის ინტერესების დამცველი დღეს არავინ აღმოჩნდა. რაც Evolution Gaming-ისა და ''სუფთა სახლის'' მაგალითზე, ყველამ კარგად დაინახა.''ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ წარმოიდგენდა, რომ 3000 კაციან კომპანიას დახურავდა, სამწუხაროდ ამ კრიზისის ფონზე საკმაოდ ბევრი კომპანია გაკოტრდება''-მიიჩნევს პოლიტიკოსი.

ხელისუფლება კორონავირუსის შემდეგ წაგებული გამოვა, იმიტომ რომ შიმშილის აჩრდილს ყველა გრძნობს. რაშიც სწორედ ხელისუფლება იქნება დამნაშავე, რომელმაც ქვეყანა შიმშილისთვის გაწირა.ელიტამ ამ გადაწყვეტილებას  ტაში დაუკრა, ღარიბი მოსახლეობა კი უბრალოდ მათ ენდო

                                                                   -განაცხადა იაგო ხვიჩიამ "გირჩი ტივის'' ეთერში.

                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები