სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: იმედია, მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმასაც პიარად არ აქცევს

''ტვ პირველის'' ''ღამის ამბების'' ეთერში, ''გირჩის'' ლიდერმა, მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა. ზურა ჯაფარიძეს 2 მილიარდი ლარის მიზნობრივ გადანაწილებაში ეჭვი ეპარება. იგი სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს, ახალი ქარხნების აშენებაში ფულის ჩადებას და თვლის, რომ ორი მილიარდის ამაში დახარჯვა სრული სისულელე იქნება.

იმპორტირებულ პროდუქტს იმიტომ ვიყენებთ, რომ სხვაგან გაკეთებული პროდუქტი ხშირ შემთხვევაში უფრო იაფი და ხარისხიანია, ვიდრე შიდა წარმოების პროდუქტი. თუკი ხელისუფლება ამაში ჩადებს ფულს, ეს უბრალოდ პიარი იქნება, საწარმოების გახსნის, რომელიც  ერთ კვირაში დაიხურება

                                                                                                               -განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გაჭირვებული ადამიანების დახმარების შემდეგ, მნიშვნელოვანია გადასახადების გაუქმება. ''ეს ბიზნესმენებს თავიანთი საქმიანობის გაგრძელებაში დაეხმარება, ასევე ისინი შეძლებენ უფრო მეტი თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდას.რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი სამსახურს შეინარჩუნებს''- ამბობს ჯაფარიძე.

რაც შეეხება ონლაინ ვაჭრობის აკრძალვას, ''გირჩის'' ლიდერი თვლის, რომ ეს უაზრო გადაწყვეტილება იყო თანაც არა პირველი.''ამით მთავრობა აჩვენებს მოსახლეობას,ვირუსს როგორ კარგად ებრძვის, ეს ეკონომიკის სრული უაზრო გაყინვაა, რომელიც ცარიელი შოუს ერთ-ერთი ნაწილია''- აცხადებს პოლიტიკოსი..

''ღამის ამბების'' ეთერში ზურაბ ჯაფარიძემ, ოპოზიციის ინიციატივის მნიშვნელობაზეც გაამახვილა  ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ, რომ ამ მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში ყველა ერთიანია.

მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ, დღეს ყველანი ერთიანები ვართ საკითხში, რომ ამ დახმარებას გარეშე, ქვეყანას გადარჩენა გაუჭირდება

                                                                                   -განაცხადა ჯაფარიძემ, ''ტვ პირველის'' ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, 23-მა პარტიამ და სამოქალაქო მოძრაობამ საერთაშორისო პარტნიორებს კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო,  დახმარების თხოვნით მიმართა. 

                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები