სიახლეები

ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობაზე: ესაა საპარტიარქოსა და ხელისუფლების წინასწარი შეთანხმება

"მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია საპატრიარქოს და ესაა წინასწარი შეთანხმება" - ასე ეხმაურება "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. 

როგორც გირჩის საინფორმაციო სააგენტოსთან ჯაფარიძე ამბობს, ამ გადაწყვეტილებით "საპატრიარქომ მოახდინა დემონსტრირება, რომ მათი რწმენა ურყევია, ხოლო ხელისუფლებას მისცა თანხმობა შემოვლითი გზით თავიდან აეცილებინა ვირუსის გავრცელებისთვის მაღალი რისკის შემცველი ხალხმრავალი ღონისძიება".

მისივე თქმით, ყველა ზომას, რომელიც გათვალისწინებულია საგანგებო მდგომარეობით, მთავრობა ისედაც ახორციელებდა.

"ერთადერთი სიახლე - 10 ადამიანზე მეტის ერთად შეკრების აკრძალვაა. გასაგებია, რომ ეს ზომა კონკრეტულად ეხება საპატრიარქოს საჯარო პოზიციას,უცვლელად ჩაატაროს აღდგომის წირვის ხალხმრავალი რიტუალი" - აცხადებს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ დღეს ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც თავად განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება კორონავირუსიდან გამომდინარე საფრთხეებისგან თავის ასაცილებლად მიიღეს.

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები