სიახლეები

116 Views
Girchi News

ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება იკრძალება

ხვალიდან სპორტდარბაზები და  სპა-ცენტრები დაიხურება, აიკრძალება სამარშუტო ტაქსების გადაადგილება, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ. ასევე გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითიზოლაციის წესები არ დაარღვიონ. ცნობილია ისიც, რომ ხელისუფლება თვითიზოლაციის წესების დამრღვევების მიმართ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას განიხილავს.

გახარიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მდგომარეობა ქვეყანაში ვირუსის შეჩერებიდან, გავრცელებაზე გადავიდამოსალოდნელია დაავადებულთა კრიტიკული ზრდა - ამ ფაქტს გახარიამ ობიექტური რეალობა უწოდა. პრემიერმა კრიზისების მართვის მენეჯმენტის შეცვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად, გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მისაღებად.

პრემიერი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, ვირუსთან ბრძოლაში სრულ დახმარებას დაპირდა. მან ასევე მოხუცებზე ზრუნვა კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნია და განაცხადა, რომ 70 წელს გადაცილებული 365 ათასი ადამიანი თვითიზოლაციაში უნდა მოექცეს.

საქართველოში COVID19 ოფიციალური მონაცემებით 34 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საგულისხმოა, რომ კორონავირუსის საკარანტინო პერიოდი 14-დან 20 დღემდე გაიზარდა.

                                                                                                                                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები