"თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული“ - ოცნების დეპუტატი არველაძე
"ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ... მე ვერ ვიჯერებ, რომ [ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ]
თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული“ - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა რევაზ არველაძემ მთავარი არხის კითხვას, რომელიც UNICEF-ის კვლევას შეეხებოდა და საქართველოში სიღარიბეს აღწერდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.
ავტორი: ანა ჩიქოვანი