177 Views
პოლიტიკა

მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია - ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

გუშინ მითხრეს, რომ 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლო, ჯერ ემოციებით ვართ დატვირთული და ძნელია გითხრათ რამე. პირველ რიგში, მადლობა გითხრათ ყველას ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია მთავრობა იქნება, ეს პარლამენტი, პოლიცია თუ ვინ. მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს და ყველას ვინც გვერდში მედგა, ყველას დიდი მადლობა.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად ექიმი თავისუფალია.

ავტორი: ანა ჩიქოვანი 



კომენტარები