სიახლეები

76 Views
პოლიტიკა

ჯანგირაშვილი: აჰა, მოვიდა ინკასო. ეს ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს!

ტელევიზია "კავკასიის" ანგარიშებს ინკასო დაედო - ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. 

აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია.

- წერს ნინო ჯანგირაშვილი. 

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ აგვისტოს შემდეგ გადასახადებს პრინციპულად არ იხდის და ბოიკოტს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე დიდი ტელევიზიები მილიონიან დავალიანებებს სრულად არ დაფარავენ.

კომენტარები