სიახლეები

583 Views
პოლიტიკა

ხაზარაძემ ივანიშვილს მოსკოვის მიმართულებით აეროფლოტის ბილეთი უყიდა

მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რუსული ავიაკომპანიის, აეროფლოტის ბილეთი უყიდა. 

ამ პერფორმანსით ხაზარაძე ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ დასაქმებაში დაეხმარება ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე, 
"თიბისის" დამფუძნებლის თქმით, ამით ივანიშვილი პრაქტიკულად გვეუბნება საქართველო ქართველების გარეშეო, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში იქმნებოდეს სამუშაო ადგილები. როგორც ხაზარაძე ამბობს მან უყიდა  ბიძინა ივანიშვილს ბილეთი მოსკოვის მიმართულებით და საქართველოსთვის უკეთესი იქნება, თუ ის აღარ დაბრუნდება უკან.

ეს არ არის 35 ევროიანი ბილეთი. ეს არის ბიზნესკლასი იმიტომ, რომ შეჩვეულია ის კარგ ცხოვრებას. ამ ბილეთით მას შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა და ამის შემდეგ ქვეყანა დაადგება ნორმალური განვითარების გზას.

— განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები