სიახლეები

193 Views
პოლიტიკა

"საქართველო არ გაისუსება" - "გირჩის" აქტივისტებმა სუსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

"საქართველო არ გაისუსება" - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუსი) „გირჩის" აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

„გირჩის“ ერთ-ერთი აქტივისტის, თორნიკე დალაქიშვილის განაცხადებით, სუს-ი საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახორციელებს.

ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ. ჩვენი მესიჯია, რომ საქართველოს არასდროს აღარ გაისუსება. ბევრჯერ ყოფილა, რომ სხვადასხვა ხელისუფლებებს ძალისმიერი მეთოდებით ქართველების დაშინება და სახლში დატოვება უცდიათ, მაგრამ ეს აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს არასდროს ამ ქვეყანაში. ამის გარანტი ვართ ჩვენ, „გირჩის“ აქტივისტები, და სრულიად სამოქალაქო საზოგადოება

- აცხადებს თორნიკე დალაქიშვილი.
კომენტარები