სიახლეები

550 Views
პოლიტიკა

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ისტორიული კენჭისყრა ჩატარდა, დეპუტატებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდეს.

141-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია. მომხრე იყო 101 დეპუტატი, 3 ადამიანი იყო წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო.

საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული უბარიერო, ე.წ. ნულოვანი ბარიერის სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები