კინო "ამირანთან" შეხლა შემოხლისას ორი პირი დააკავეს
კინო-თეატრ "ამირანის" ტერიტორიაზე, სადაც ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" ძალადობრივი ჯგუფები, ფილმ And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლას ცდილობენ. დაკავებულია ის ორი პირი, რომელმაც კინოთეატრში შეჭრა მოახერხა.
შსს-ს ინფორმაციით, ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.
აღსანიშნავია, რომ თავად ლევან ვასაძე, რომელიც ფილმის ჩაშლის მოწოდებებით გამოვიდა ვერის პარკში, ამჟამად პროტესტანტებთან ერთად აღარ არის.