სიახლეები

732 Views
პოლიტიკა

მთავრობას ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს

საქართველოს მთავრობას ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე  - ბექა დოჭვირი.

2017 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე ბექა დოჭვირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.

2015- 2016 წლებში, ბექა დოჭვირი ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა; 2013 წლის აპრილიდან კი -  ბიზნესომბუდსმენის აპარატში.

2009-2013 წლებში ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი იყო.

 შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისში, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია დაკავების დროს, როდესაც ისინი ქუჩაში პოლიციელების მიერ დაკავებულ ადამიანებს გამოესარჩლნენ, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სწორედ ბექა დოჭვირი გახლდათ. მოვლენების ამსახველ სამ საათიან უწყვეტ ლაივ ვიდეოში, არსად ჩანს, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩიას კანონდარღვევის ფაქტი, თუმცა ისინი 10 დღით მაინც დააპატიმრეს, ხოლო ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმეს. "დანაშაულის" ერთადერთი  დამადასტურებელი, სასამართლოზე 6 პოლიციელის ცრუ-ჩვენება იყო.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები