სიახლეები

143 Views
პოლიტიკა

პეტრე ცაავას მხარდასაჭერად მარტვილში სასულიერო პირების ნაწილი შეიკრიბა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდასაჭერად მარტვილში  სასულიერო პირების ნაწილი შეიკრიბა.

მათი აზრით, სინოდის გადაწყვეტილება პეტრე ცაავას განყენებაზე უსამართლოა.

სინოდი არის ადგილი, სადაც უნდა იმსჯელონ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის საჭირბოროტო ყველა საკითხზე. მოესმინათ ბოლომდე მეუფესთვის, რომელიც ამბობდა, რომ ხვალ მოიყვანდა მოწმეებს... ამის საშუალება არ მიეცა მეუფეს, რომ სინოდში მოგვარებულიყო ეს ყველაფერი... ჩვენთვის არ განუყენებიათ, ის მეუფეა, ჩამობრძანდება და მოვუსმენთ. მე პირადად არ ვემორჩილები სინოდის გადაწყვეტილებას.

- ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი "მთავარ" არხთან საუბარისას.

"გავეცნობი განჩინებას და მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე, მაინტერესებს, რა კანონით დასაჯეს მეუფე პეტრე, იმ ყველაფრის მერე, რა ინფორმაციასაც მთელი ჭყონდიდის ეპარქია ფლობს, ეს სხდომა იყო პილატეს სასამართლო." 

- ამბობს იღუმენია თამარი.

ყოფილი მღვდელმთავრის კიდევ ერთი მომხრე სასულიერო პირის თქმით, მისთვის ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და მეუფე პეტრე არის და ყოველთვის იქნება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი.

ასევე, პეტრე ცაავას ერთ-ერთი მხარდამჭერი ამბობს, რომ ის მეუფე გრიგოლ კაციას არ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი შეცვლის.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები