სიახლეები

191 Views
პოლიტიკა

მეუფე პეტრე სინოდის სხდომიდან ხელით გაიყვანეს

საპატრიარქოში, წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ახალქალაქისა და კუმუდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ იძულებულები გახდნენ მეუფე პეტრე სინოდის სხდომიდან ხელით გაეყვანათ.

მისი თქმით, სინოდს არ უნდოდა "მძიმე გადაწყვეტილების მიღება".

უხამსი სიტყვებით, უხამსობა ილაპარაკა. ეს არ იყო გაღიზიანება, ჩვენ წმინდა სინოდი კი არ მოგვიხსენია, არამედ ის მოიქცა უხამსად. მე რა თქმა უნდა არ დავაზსუტებ, წმინდა სინოდზე მომხდარი ამბები, ყოველთვის შიგნით უნდა დარჩეს. მთელი სინოდი ვუხსნიდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება ეს არ არის მხილების ფორმა. შეურაცხყოფის მიყენება საერთოდ ადამიანისთვის, მით უმეტეს სასულიერო პირისთვის, მით უმეტეს პატრიარქისთვის, ეს არ არის არც მხილების ფორმა და არც, საერთოდ, არანაირად გამართლებული საქციელი.

- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ეპისკოპოსის თქმით, პეტრე ცაავას განცხადება, რომ პატრიარქი "მამათმავლობისა და პიდარასტიის ცოდვითაა შეპყრობილი" ცილისწამებაა.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომის  დასრულების შემდეგ, პეტრე ცაავამ სკანდალური განცხადება გააკეთა.

მან განაცხადა, რომ მისი მღვდელ მთავრობიდან გადაყენების მიზეზი საქართველოს პატრიარქის მამათმავლობის ცოდვის მხილება იყო.

"ერს ჰყავს პიდარასტიით, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდში"!

- განაცხადა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები