სიახლეები

76 Views
პოლიტიკა

პარკირების ჯარიმა 50 ლარამდე გაიზრდება

 „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა, თბილისში პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მისი განცხადებით, ჯარიმის 50 ლარამდე გაზრდის მიზეზი, არასწორი პარკირების პრევენციაა.

დავითულიანმა ასევე აღნიშნა, რომ პარკირების ჯარიმა გაიზრდება მას შემდეგ, რაც სრულად განახლდება ავტობუსების პარკი.

პარკირების ჯარიმა გაიზრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიმდინარე მასშტაბური საგზაო პროექტები დასრულდება და სრულად განახლდება ავტობუსების პარკი. ჯარიმის გაზრდა თვითმიზანი არ არის. ჯარიმა პრევენციის ინსტრუმენტია, ქალაქში არასწორი პარკირების რაოდენობის შესამცირებლად. მაგალითად, ზონალური, საათობრივი პარკირების პირობებში ათლარიანი ჯარიმით ამ პრევენციულ მიზანს ვერ მივაღწევთ, რადგან დღეს ამ სერვისით სარგებლობა იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე მისი დარღვევის შემთხვევაში დაწესებული ჯარიმაა.

- განაცხადა, ბექა დავითულიანმა.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები