სიახლეები

"შმაქსი" შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდა

საგანმანათლებლო კომპანია "შმაქსი" ოფიციალურად დარეგისტრირდა შემოსავლების სამსახურში.

"შმაქსის" ოპერაციების მენეჯერის, როკო მწყერაშვილის თქმით, კომპანია ყველა წესისა და კანონის დაცვით მოქმედებს. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში, "შმაქსის" რეგისტრაციას პოზიტიურად შეხვდნენ. როგორც როკო მწყერაშვილს, ვაკე-საბურთალოს რაიონის სექტორის უფროსმა და უბნის ოფიცერმა განუცხადეს მზად არიან თანამშრომლობისთვის და ყველა პროცედურის გავლაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" მიერ დაარსებული შპს "შმაქსი", საგანმანათლებლო კომპანიაა, ის ქირაობს მასწავლებლებს,რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც "გირჩის", საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.

"შმAXI"-ს ქოლ-ცენტრის ნომერია 0322 052-420.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები