სიახლეები

719 Views
პოლიტიკა

მერია ლითონის საფეხმავლო ხიდებს ხსნის და საწყობში აწყობს 

თბილისის მერია, კონტრაქტორი კომპანიის „მეტეხი 2008“ დახმარებით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს ახორციელებს. როგორც უწყებაში „გირჩის“ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, მიმდინარე წელს, ხელშეკრულების მიხედვით, მერიის კონტრაქტორი კომპანია დედაქალაქის მასშტაბით 19 ხიდს მოხსნის. ამ ეტაპზე უკვე მოხსნილია ცხრა ხიდი, დანარჩენი ათის დემონტაჟი კი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. 

მათივე განმარტებით, კონტრაქტორი კომპანია ხელშეკრულებით ვალდებულია, ხიდებს დემონტაჟი ისე ჩაუტარდეს, რომ მისი თავიდან აწყობა შესაძლებელი იყოს.

„დემონტირებული მასალა არ უნდა იქცეს ჯართად. დაშლილი ხიდები ასევე ხელშეკრულების მიხედვით დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. რაც არ გულისხმობს დემონტირებულ ადგილებზე ხიდების აღდგენას“ - აცხადბენ მერიაში. 

ცნობილია, რომ სადემონტაჟო სამუშაოებისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარია გამოყოფილი

 


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები