სიახლეები

358 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ზურაბიშვილი უნდა გადადგეს, ეს ადამიანი გვარცხვენს

უცხოელებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ რაციონალური ხალხი, გიჟები რომ არ ვეგონოთ, უნდა გავაგებინოთ, რომ გიჟი ავირჩიეთ, რადგან ფული გადაგვიხადეს.

განაცხადა იაგო ხვიჩიამ ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით" საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას. ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისთვის  ყველაზე კარგი "გაპრავება" სწორედ ეს იქნება.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, სალომე ზურაბიშვილს თავისივე ნებით მოუწევს გადადგომა, მისი თქმით ზურაბიშვილი რეალურად ბიძინა ივანიშვილმა და ილია II-მ აარჩევინა ქართველს ხალხს და პრეზიდენტის შეურაცხად ქმედებებზე პასუხისგება, სწორედ ამ ორ ადამიანს მოუწევს. 

სალომე ზურაბიშვილს აკისრო პასუხიმგებლობა, აკისრე და იყავი, ზურაბიშვილი არის ფრანგი პენსიონერი, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია რამე ტიპის პასუხისმგებლობა, ციხეში თუ არ ჩასვამ.

- ამბობს იაგო ხვიჩია.

როგორც ხვიჩიამ ეთერში აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ზოგადად ადამიანებთან აქვს საშინელი დამოკიდებულება და უბრალოდ შეურაცხადია :

ნებისმიერი მისი კომუნიკაცია ნორმალურ საზოგადოებასთან დამთავრდება აცდენით და ეს მოხდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ნებისმიერ შეხვედრაზე, ამიტომ არ მიმაჩნია მართებულად მსგავსი ტიპის ადამიანი საქართველოს სახელით ჩადიოდეს ნებისმიერ ქვეყანაში, არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვები გამოიყენოს ვინმემ რაიმე პროცესის ლეგიტიმატორად.

- აცხადებს ხვიჩია.

ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაიმიჯნოს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის განცხადებები არასდროს იქნება ერის პოზიცია და თვლის, რომ საზოგადოებამ, სალომე ზურაბიშვილის გადადგომის მიზნით, ზეწოლა უნდა განახორციელოს. 

ზურაბიშვილის შეფასებისას იაგო ხვიჩია კატეგორიულია, მისი თქმით, დროთა განმავლობაში სიტუაცია უფრო გაუარესდება და ნებისმიერი ხელისუფლება ეცდება ასეთი პრეზიდენტის რამე ფორმით მოშორებას. მათ შორის, არც პატიმრობას გამორიცხავს. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ადამიანების შეწყალებაზე მსჯავრდებული. 

მე არ მინდა სალომე ზურაბიშვილი ციხეში მოხვდეს, მაგრამ არც იქ მინდა იყოს, სადაც ახლა ზის. უნდა გადადგეს, მე უნდა ვიყო ამ იდეის ლობისტი, ის არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში და სამარცხვინო რაღაცებს არ უნდა აკეთებდეს ქართველი ხალხის სახელით - გვარცხვენს ეს ადამიანი, ერს რომელსაც სიტყვის თავისუფლება გვაქვს მიღწეული - ამ ერს, ეს პრეზიდენტი არცხვენს.

- განაცხადა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა გირჩი TV-ის ეთერში.
კომენტარები