სიახლეები

630 Views
ეკონომიკა

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მე-12 ადგილზეა

საქართველოს უნივერსიტეტში, ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს ორგანიზებით ფრეიზერის ინსტიტუტისა (Fraser Institute) და ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელის ( Economic Freedom Network ) მიერ ჩატარებული კვლევის - "ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში" პრეზენტაცია გაიმართა. - კვლევის მიხედვით, რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით განხორციელდა, საქართველო იკავებს მე-12 ადგილს (7.94 ქულა) 162 ქვეყანას შორის, რაც 2018 წელთან შედარებით 1 საფეხურით დაწინაურებაა (მე-13 ადგილი, 7.88 ქულა), თუმცა ჩამორჩება 2014 წლის მონაცემებს - მე-8 ადგილი, 8.01 ქულა, ანუ კვლავ არ არის საუკეთესო ათეულში.

2019 წლის კვლევა მომზადებულია 2017 წლის მონაცემების საფუძველზე და ზომავს — ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, აფასებს პირადი არჩევანის ხარისხს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას, კერძო საკუთრების დაცულობას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს ვალუტის სტაბილურობას, ინფლაციას, ბიუროკრატიის წნეხს და სხვა მახასიათებლებს.

 

2019 წლის კვლევით მოწინავე ათეულის ქვეყნებია: ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია,
შვეიცარია, აშშ, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, კანადა, ავსტრალია.
ბოლო ათეულში კი არიან: ერაყი, კონგოს რესპუბლიკა, ეგვიპტე, სირია, ანგოლა, კონგოს
დემოკრატიული რესპუბლიკა, ანგოლა ალჟირი, სუდანი და ლიბია.
კვლევის მონაცემებით რუსეთი 85-ე, ხოლო ჩინეთი 113-ე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 1950 წლიდან 2017 წლამდე გაიზარდა 4.96-დან 6.90-მდე.
კვლევის თანახმად, ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში მცხოვრებთ აქვთ მეტი შემოსავალი და
ქონებრივი ხელშეუხებლობა, უკეთესი ბიზნეს გარემო და ინფრასტრუქტურა, ცხოვრების უფრო
მაღალი სტანდარტი (განათლება, ჯანდაცვა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ა.შ.),
პოლიტიკური და სოციალური უფლებები და გენდერული თანასწორობა. მაგალითად, ერთ სულ
მოსახლეზე გათვლით პირველი 30 ქვეყნის მშპ-ს საშუალო მაჩვენებელი 6-ჯერ აღემატება ბოლო 30
ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (36770$ და 6140$), სიცოცხლის ხანგრძლივობა, შესაბამისად, 79.5 და 64.4 წელია, ხოლო 1.9$-ზე დაბალი შემოსავალი აქვს შესაბამისად, 1.8% და 27.2%-ს.

ფრეიზერის ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით, საქართველოში უარყოფითი ტენდენციები ეკონომიკური თავისუფლების მისაღწევად არათანმიმდევრული პოლიტიკაა, მთავარ საფრთხედ ფულის გაუფასურებას და ინფლაციას ასახელებენ, ხოლო მნიშვნელოვან საფრთხედ და გაფრთხილებად კვლავ სამართლებრივი სისტემის პოლიტიკურ ინტერესებზე დამოკიდებულება რჩება. 

 ავტორი: ანა ჩიქოვანი

წყარო: "ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველო"

კომენტარები